საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გახდი მსაჯი - სფფ-ის საგანმანათლებლო პროგრამა




საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს მიღებას მსაჯთა საგანმანათლებლო პროგრამაზე.  

თუ ხარ დაინტერესებული ფეხბურთით და გიფიქრია ფეხბურთის სფეროში კარიერის შექმნასა და განვითრებაზე, მსაჯთა აკადემია გთავაზობთ შესაძლებლობას, უფასოდ გაიაროთ სამსაჯო პროგრამა და დაეუფლო მსაჯის პროფესიას. 

სამსაჯო სწავლების უფასო ერთკვირიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. 

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში, შესაბამისად, შესაძლებლობა გექნებათ დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონალურიცენტრების ბაზებზე (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და ა.შ.)

პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები პრაქტიკულ მსაჯობას დაიწყებენ ბავშვთა და მოზარდთა ტურნირებში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს 16-დან 35 წლამდე.

პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ სარეგისტრაციო ბმულზე www.msaji.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 

ტელეფონი: 577170430  

ელექტრონული ფოსტა:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

?>